|
2018-05-18 18:18:28, 1420 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებლად, სავარაუდოდ, 7 მილიონი ევროს სამუშაოები განხორციელდება
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველოს სამთო კურორტები - ბაკურიანი და გუდაური უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) საბერძნეთში გამართულ კონგრესზე მიიღო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან ზამთრის სპორტის მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე გამოჩნდა. „ეს პროექტი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისკენ ყურადღება იქნება მოპყრობილი და შესაბამისად ტურისტების თვალიც, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ შეიძლება დასვენება, რაც რა თქმა უნდა, ნიშნავს, ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ ტურისტებს და ახალ შემოსავალს ქვეყანაში. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს მიახლოებული გათვლები გაკეთებული, სავარაუდოდ 7 მილიონი ევროს ინვესტიციები დაიხარჯება ამ სამუშაოებისთვის, რომელიც დღეს არის უკვე იდენტიფიცირებული. ჩვენ უკვე აქტიურად დავიწყებთ მუშაობას და დაზუსტდება ბიუჯეტი. მინდა ავღნიშნო რომ ეს ინფრასტრუქტურა არ მოემსახურება მხოლოდ ერთ ჩემპიონატს, ეს ინფრასტრუქტურა დარჩება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ყოველწლიურად არაერთ ათეული მილიონის ინვესტიციას ვახორციელებთ მთის კურორტებში“ , – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი, ქვეყნის იმიჯს აამაღლებს და ტურისტების რაოდენობას გაზრდის. „მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისათვის, რამეთუ ეს არის საქართველოს კიდევ ერთხელ აღიარება მსოფლიო მასშტაბით, მთლიანად ეს პროცესი, რა თქმა უნდა, დადებით იმიჯს შეუქმნის ჩვენ ქვეყანას და აამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, რაც წინაპირობაა ტურისტების მოწვევისას და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ჩემპიონატის ჩატარების დროს, მოსამზადებელ პერიოდში შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც მომავალშიც საქართველოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. ასევე, სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობაზე და აღნიშნა რომ ეს ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და სამთო ტურიზმის განვითარებას. „ამ პროექტს წინ უძღოდა ძალიან დიდი მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ მინისტრის, საქართველოს მთავრობის, სათხილამურო ფედერაციების შესაბამისი სტრუქტურების და როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ 2013 წელს ჩვენი ქვეყანა თავისუფალ სრიალში თხილამურებსა და სნოუბორდსი მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს, ეს არის უდიდესი წარმატება და ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის კიდევ ერთხელ ცნობადობის გაზრდასთან ერთად, მოხდება დაინტერესება ჩვენი სამთო კურორტების. ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგად ჩავატარებთ მსოფლიო ჩემპიონატს, ეს ხელს შეუწყობს, როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ასევე სამთო ტურიზმის განვითარებას“,– აღნიშნა ირაკლი დოლაბერიძემ. 2023 წელს საქართველოში, დაბა ბაკურიანსა და გუდაურში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენაა, რომელიც უდიდეს როლს შეასრულებს ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და საქართველოს მთის კურორტებით ტურისტების დაინტერესებას.
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)