|
2018-05-18 16:53:21, 1432 ნახვა
კომენტარი
გახარია: დისკომფორტი შევუქმენით 100-მდე ადამიანს - ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე
„ის, რომ ჩვენ შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო ყოველთვის იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ შეზღუდავს ზონას - სად შევიდნენ სამართალდამცველები და სად არა. „ჩვენ მართლა გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს არის ქსელური, საკმაოდ კარგად ორგანიზებული ქმედებების ჯაჭვი, რომელსაც მივყავართ, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებამდე - ეს არის და ეს... სხვა მოტივი ჩვენ ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ იმის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც არის შექმნილი, იყო გამოყენებული როგორც ეფექტური პლატფორმა, ასე ვთქვათ, ნარკოვაჭრობისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც ასე თუ ისე განვითარებული არის კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებითაც მიმდინარეობს. ,,როგორც შედეგი - ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ქმედებების ვიდეოჩანაწერები კონკრეტულ კლუბებში. ასევე გეტყვით, რომ განჩინება ჩვენ არ გვქონდა მარტო 2-ზე, გვქონდა ცოტა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება. რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის ზოგ შემთხევვაში, უკონტროლობის თუ ა.შ. და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ამას არ აქვს არანაირი გამართლება. სამინისტრო ყოველთვის ებრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას - სად შევიდეთ და სად არ შევიდეთ. ის, რომ ჩვენ საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, შევუქმენით დისკომფორტი 70, მაქსიმუმ 100-მდე ადამიანს, რომელიც 12-დან 1-ელ საათამდე ემზადებოდა კლუბში გართობისთვის, ბოდიში, მაგრამ ეს იყო საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და ის სარგებელი, რომელიც ამ ღონისძიებამ მოგვიტანა, სარგებელი უნდა ყოფილიყო და უდაოდ არის ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)