02:00 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-18 15:21:44, 1531 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ესტონეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, იური სეილენთალს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით  საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასეს და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განსაზღვრეს.

ნოდარ კერესელიძემ  დეტალურად ისაუბრა ესტონეთის მხარდაჭერით სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ პროექტზე, რომელმაც  მნიშვნელოვანი განსაზღვრა რძის სექტორის განვითარება. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მერძეული ჯიშის მესაქონლეობის განვითარება და ესტონეთის გამოცდილების გაზიარება პროდუქტიულობის ამაღლების, ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორის, იური სეილენთალის განცხადებით, ესტონეთისთვის პრიორიტეტულია საქართველოსთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის ფორმატში, უკვე დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მესაქონლეობის სექტორის განვითარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics