06:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 10:11:50, 361 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ  ქვეყანა გამთლიანდება.

“დღეს ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ეს ჩვენი წინაპრების უდიდესო მონაპოვარია, რომელიც ჩვენს ხალხს სისხლის ფასად დაუჯდა. ჩვენ ყველა ერთად ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს. დავიცვათ ის, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით და ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის.

დღეს ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული აღმშენებლობის გზაზე დგას. ეს არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი.  ეს არის ქართული სახელწიფოს განვითარების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც საერთო ევროპული ოჯახისკენ მიგვიყვანს. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრად ახლოს ვართ საბოლოო მიზანთან, ვიდრე - ოდესმე.

ჩვენ ვალდებული ვართ ქართველ ხალხს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს  შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ავაშენებთ ძლიერ ქართულ სახელმწოფოს. მე მჯერა, რომ საქართველო გამთლიანდება და ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ ქართულ სახელმწიფოში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყენებს შორის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics