|
2018-05-15 21:19:08, 1504 ნახვა
კომენტარი
„ბასიანის“ მფლობელი: შსს-ს შეეძლო ნაკლებად დემონსტრაციულად ჩაეტარებინა ოპერაცია და არ მოეცხო ლაქა საკლუბო ინდუსტრიისთვის
კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი მფლობელის ტატო გეთიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ კლუბში სპეცოპერაიის ჩატარებისთვის საკმარისი სამართლებრივი საფუძველი ჰქოდა. როგორც გეთიამ აღნიშნა, კლუბებში სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ იდგა. “ჩვენი შეხედულებები ამ ნაწილში განსხვავებულია. ჩვენ ვთვლით, რომ არ იყო რეიდის ასე ჩატარების საფუძველი და რომ შსს შეეძლო ნაკლებად დემონსტრაციულად ჩაეტარებინა ეს ოპერაცია და არ მოეცხო ლაქა მთელი ქვეყნის მასშტაბის საკლუბო ინდუსტრიისთვის. მე იურისტი არ ვარ, თუმცა როგორც მოქალაქეს მიმაჩნია, რომ შეეძლოთ ნაკლებად დემონსტრაციული ყოფილიყო ეს სპეცოპერაცია", - განაცხადა ტატო გეთიამ. რაც შეეხება "ბასიანის" გახსნას, გეთიამ აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის. "ზარალი ძალიან დიდია. დღიდან დღემდე იზრდება. ჩვენ უნდა გავცეთ ხელფასები. როდესაც ამის შესახებ მინისტრს ვუთხარით ამის შესახებ, გვითხრა, რომ ამაზე ამ მომენტამზე არ უფიქრია და ამაზე დაფიქრდება", - განაცხადა გეთიამ. კითხვაზე - თუ როგორ აკონტროლებს კლუბი მის ტერიტორიაზე ნარკოტიკის შეტანასთან დაკავშირებულ რისკებს, გეთიამ განმარტა, რომ კონტროლი მსოფლიო მასშტაბით მიღებული წესით ხდება. “კლუბი აკონტროლებს მსოფლიო მასშტაბით მიღებული წესებით და კანონებით, როგროც მთელ მსოფლიოში ხდება ისე. ჩვენ ბასიანის დამფუძნებელები არ ვართ ჩართულები არანაირ რეალიზაციაში და ეს ყველასთვის ცხადია და სწორედ ამიტომ ვარ ახლა მე თქვენს წინ და კარგი იქნება რომ ეს საჯაროდ თქვას შს მინისტრმაც”, - აღნიშნა გეთიამ.
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)