11:03 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 11:55:00, 1424 ნახვა

კომენტარი
წიქარიშვილი: გახარიამ გვითხრა, რომ ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა, დარბევა გამხდარიყო საჭირო

გახარიამ გვითხრა, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო, – ამის შესახებ  „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა  და „ჩვენი თავისუფლებისთვის“ აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც წიქარიშვილმა აღნიშნა, მისთვის დარბეული კონტრაქცია საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა.

„ჩემთვის პირადად ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და ესკალაცია მოჰყოლოდა. ჩემთვის პირველი ამოცანა იყო ის, რომ დაგვეცვა როგორც ჩვენი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, ასევე მე ვერანაირად ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან ჩვენი აქცია სწორედ დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ. კონტრაქციის მონაწილე ადმიანების უმეტესობა შეცდომაშია შეყვანილი და მე მგონია, რომ მათთან კომუნიკაცია შესაძლებელია. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გული შემტკივა. გული შემტკივა იმ მოცემულობაზე, რომელშიც დღეს ეს ქვეყანა იმყოფება”, – განაცხადა  ბექა წიქარიშილმა.

წიქარიშვილი ასევე გამოეხმაურა ამავე გადაცემაში “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშიებით და აღნიშნა,  რომ კომიკურია ის ფაქტი, რომ  ბრეგაძის პოზიცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ რეფორმას ემთხვევა.

საუბარია ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო მომხმარებლების მიმართ ლიბერალურ მიდგომებსა და სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics