11:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 20:45:33, 1250 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტზე იყოს შესაბამისად აღნიშნული

„ჩვენი ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ნატო-ს სამიტზე იყოს შესაბამისად აღნიშნული“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან ერთად, რეგიონში არსებულ საფრთხეებზე, რუსეთის ოკუპაციაზე და თავდაცვის რეფორმირების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.

„ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელ სამუშაოზე გვქონდა საუბარი. ჩვენი ყველას ინტერესია, რომ საქართველოს პროგრესი ამ გზაზე იყოს შესაბამისად აღნიშნული. კონკრეტულად საუბარი იყო თუ რა ფორმით უნდა იყოს აღნიშნული, რომ ამ გადაწყვეტილებამ მაქსიმალურად დაგვაახლოვოს ნატო-ს წევრობასთან, რაც არის ჩვენი საერთო მიზანი. ამისთვის არსებობს რამდენიმე ვერსია. ასევე გვქონდა საუბარი რეგიონში უსაფრთხოების დღევანდელ სურათზე, შესაბამის საფრთხეებზე. ბუნებრივია საუბარი გვქონდა რუსეთის ოკუპაციაზე. ასევე რეგიონში მიმდინარე სხვა  მოვლენებზე. მოვისმინეთ შესაბამისი უწყებების ინფორმაცია და გვქონდა მსჯელობა თუ საქართველომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ასევე იყო საუბარი თავდაცვის რეფორმის მიმდინარეობაზე. მინისტრმა წარმოადგინა ინფორმაცია და გვქონდა განხილვა თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. საკმაოდ მნიშვნელოვანი და დატვირთული შეხვედრა იყო“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics