|
2018-05-14 17:11:19, 1414 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ 19 მაისს თბილისი-ბათუმის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს
19 მაისს, შაბათს, იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 16:00 საათზე შესრულდება, ხოლო ბათუმიდან რეისი თბილისის მიმართულებით, კონცერტის დასრულების შემდეგ, 01:30 საათზე. ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად Black See Arena-ზე კონცერტს 19 მაისს 20:30 საათზე გამართავს. ორკესტრს თავად კომპოზიტორი უდირიჟორებს. მორიკონეს კონცერტის ბილეთი 60-დან 300 ლარამდე ღირს. ბილეთების ყიდვა tkt.ge-ზე ამ დროისთვისაც შესაძლებელია. ენიო მორიკონემ მუსიკალურად ისეთი ფილმები გააფორმა, როგორიცაა "ერთხელ ამერიკაში", "კარგი, ცუდი, ბოროტი", "დეკამერონი" და ა.შ. ენიო მორიკონე საქართველოში 2018 წელს დაგეგმილი ტურის ფარგლებში ჩამოვა. მსოფლიო ტურნეს საკულტო კომპოზიტორი Black See Arena-ზე პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ხსნის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)