2018-05-13 22:13:21, 1567 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული
რუსთაველის გამზირზე, სადაც ორი საპირისპირო აქცია მიმდინარეობს, შეარაღებული სპეცრაზმია მობილიზებული.
სპეცრაზმელებს ხელკეტები, ფარები, ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა იარაღებით აქვთ, რომლის გამოყენებითაც, როგორც წესი, აქციების დაშლა ხორციელდება. ასევე ადგილზე წყლის ჭავლის ორი მანქანაა მიყვანილი. ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა დამატებით რამდენიმე ავტობუსი განალაგეს.
ვითარება უკიდურესად დაძაბულია. 9 აპრილის მემორიალთან, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს, კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ მისვლას, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევფს. კონტრაქცია მიმდინარეობს როგორც თავისუფლების მოედნის, ისე კინო რუსთაველის მხრიდან.
ავტორი: ,