2018-05-13 21:56:14, 1536 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „არაადეკვატური“ უწოდეს.
როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია.
„ეს არ იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება. რაც მან ილაპარაკა არაადეკვატურია. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, გამზირზე არსებული ვითარება გააკონტროლონ და არ მისცენ კონტრაქციების მონაწილეებს საშუალება, რომ ინციდენტი მოხდეს“, - განაცხადა წიქარიშვილმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი აქციის მონაწილეებს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა. მან ახალგაზრდებს მოუწოდა, დაპირისპირებისგან თავი შეიკავონ. ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში ხელისუფლება მკაცრი იქნება, ხოლო მომხმარებლებთან უფრო ჰუმანური.
პრემიერ-მინისტრის განცხადება სრულად
ავტორი: ,