2018-05-13 20:11:49, 1809 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტა
რუსთაველის გამზირი ორი საპირისპირო აქციის გამო, ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია.
გამზირის გადაკეტვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლა სცადეს. აღნიშნულს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, სპეცდანიშნულების რაზმმა და სამართალდამცველებმა გამზირი ორივე მხრიდან გადაკეტეს.
კონტრაქციის მონაწილეების ძირითადი ნაწილი თავისუფლების მოედნის მხრიდან ცდილობს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას. ისინი „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და მოუწოდებენ, დაიშალონ. ასევე სკანდირებენ: „წადით!“, „საქართველო“, „საქართველოს გაუმარჯოს“.
ავტორი: ,