|
2018-05-12 23:28:02, 1550 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ღამის კლუბებში შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური
მე გამოვხატავ პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ რომელიც დგას დღეს რუსთაველზე თავისუფლების დაცვის იდეით- ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გუშინ კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება საჭირო იყო და ჩატარებული სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა ნარკორეალიზატორების დაკავებას. „რაც შეეხება მოვლენებს რომელებიც განვითარდა გუშინ და დღეს, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება და გუშინ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ნარკორეალიზატორების დაკავებას. ეს არის ჩვეულებრივი, მიღებული პრაქტიკა, საერთაშორისო პრაქტიკა,“- განაცხადა კობახიძემ. პარლამენტის თავჯდომარის თქმით, სპეცრაზმის შესვლის მიზანი იყო ლეგიტიმური და ინფორმაციის მიხედვით ჩარევა იყო პროპორციული. „როდესაც არის კონკრეტული, ოპერატიული ინფორმაცია, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ კლუბსა თუ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია განხორციელდეს საპოლიციო ღონისძიება. იყო თუ არა პროპორციული ჩარევა ეს დამატებით შესწავლას საჭიროებს. მიზანი შესვლის იყო ლეგიტიმური და ინფორმაციის მიხედვით ჩარევა იყო პროპორციული", - დასძინა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას ათასობით ადამიანი აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)