2018-05-12 20:34:42, 1570 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით განრიგს აქვეყნებს.
როგორც საპატრიარქო იუწყება, 10:00 საათიდან დაიწყება საზეიმო წირვა ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, ხოლო 11:30 საათიდან მოხდება გვარების შეკრება ფილარმონიასთან.
მათივე ცნობით, 12:00 საათიდან დაიწყება აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა ვარდების მოედნიდან.
12:00 საათზე პარალელურად, წირვის დასრულების შემდეგ ქაშუეთთან დაილოცება მრავალშვილიანი ოჯახები.
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, 13:00 საათზე ქაშუეთიდან შეკრებილი მრევლი შეურთდება ვარდების მოედნიდან მსვლელობის მონაწილეებს და ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც დაახლოებით 14:00 საათზე მისი უწმინდესობა დახვდება მათ, გადაიხდიან სამადლობელი პარაკლისი და კიდევ ერთხელ დაილოცება ერი.
ავტორი: ,