21:35 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 17:46:12, 1386 ნახვა

საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშულების რაზმია მობილიზებული.

კერძოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ეკლესიის უკანა მხარეს იმყოფებიან.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლის მანქანების მოყვანა იგეგმება, თუმცა აღნიშნულს უწყებაში არ ადასტურებენ,

ამასთან, რუსთაველის  გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი, მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ. აქციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics