|
2018-05-12 13:08:05, 1505 ნახვა
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, კაფე „გალერის“ დაცვის უფროსი დუმილის უფლებას იყენებს
კაფე „გალერის“ დაკავებული დაცვის უფროსი ვიქტორ ჟამუტაშვილი დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა. მისი თქმით, საქმის მასალები ჯერ არ გადასცემიათ და ჟამუტაშვილისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, კაფე „გალერის“ დაცვის უფროსი კლუბის გარეთ დააკავეს. „ამ წუთას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი იყო თავისი ინიციატივით, ის გამოკითხვას ატარებდა დაზიანებებთან დაკავშირებით. დაკავების დროს მიღებული აქვს დაზიანება ხელისა და ფეხის არეში, ამასთან დაკავშირებით შედგა ოქმი. რაც შეეხება დაკავებას, მას უთხრეს, რომ ამოღებულია 50 ტაბლეტი ექსტაზი. თავად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს, ელოდება საქმის მასალების გადმოცემას, გვაინტერესებს, რა მტკიცებულებები აქვთ, ის უარყოფს ამ ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახლში ჩატარდა ჩხრეკა და არანაირი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. როგორც ვიცი, 21 მარტიდან მიდიოდა მიყურადება და ჩაწერა კაფე „გალერიში“ და მათ აქვთ რაღაც მტკიცებულება, თუმცა მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. როგორც თანამშრომლები ამბობენ, როდესაც მოხდა დაკავება, მას ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება“, – განაცხადა ხათუნა ხურცილავამ. შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)