|
2018-05-11 15:41:32, 1499 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიას გააძლიერებს: "ივანიშვილის გადაწყვეტილება გააძლიერებს პარტიას. პარტიის ხელმძღვანელობა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და მისი დაბრუნება ნიშნავს პარტიის გაძლიერებას.ეს კი ქვეყნის მომავალზე აისახება პოზიტიურად",-განაცხადა მდინარაძე. რაც შეეხება მოქმედ პრემიერს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკური საბჭოს რიგით წევრად დარჩება. "მოქმედი პემიერი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, იქნება პილიტსაბჭოს წევრი. ეს ადამიანი ძალიან პოზიტიური ადამიანია, თავისი საქმის კარგად მცოდნე. ვფიქრობ, პრემიერს დამატებითი ფუნქციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაინცდამაინც პარტიაში ეკავოს რაიმე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, აღარ სჭირდება. მას აბარია ქვეყანა და აქვს უდიდედი პასუხიმგებლობა ქვეყნის წინაშე, რასაც კარგად ართმევს თავს",-განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)