|
2018-05-11 13:07:21, 1501 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბათუმში საბურავების ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ერთი კი - ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, 1982 წელს დაბადებული თ.დ. კი ამხილეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.მ.-მ და თ.დ.-მ, მიმდინარე წლის 10 მაისს ბათუმში, მოქალაქის კუთვნილი „INFINITI"-ს მარკის ავტომობილიდან საბურავები მოიპარეს. ნაქურდალი საბურავები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)