|
2018-05-10 14:53:58, 1512 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს
„საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. „საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა "ეითისი", რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდის და ისრაელის კომპანია "ELBIT SYSTEMS"-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია. "ELBIT SYSTEMS"-Ш მსოფლიოში არის წამყვანი კომპანია, რომელიც ისეთ გიგანტებთან თანამშრომლობს როგორებიცაა „ბოინგი“, „ბომბარდირი“, „ეარ ბასი“ და ასე შემდეგ. მაღალტექნოლოგიური ქარხნის მშენებლობისთვის წარმოებული ხანგრძლივი კვლევის შემდეგ "ELBIT SYSTEMS"-ის მიერ სწორედ საქართველო შეირჩა და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტორები, რომლებმაც ეს არჩევანი განაპირობა. ეს არის ამ დარგში უკვე არსებული გამოცდილება, ლიბერალური საგადასახადო სისტემა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, წარმოების განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები, ასევე ევროკავშირთან, რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები და რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის გეორგაფიული ადგილმდებარეობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეს დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე, სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ, რაც 5 წელი გახლავთ, საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ მყიდველები იქნებიან მსოფლიოს საავიაციო ბაზრის წამყვანი კომპანიები და საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ფასით ისე ხარისხით", - აღნიშნა მან. კვირიკაშვილის განცხადებით, საწარმოში 300 სამუშაო ადგილი შეიქმნა. "დასაქმებული თანამშრომლების 90%ზე მეტი ადგილობრივი სპეციალისტი იქნება. ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი ტექნოლოგიური საწარმოო პროცესის უნარჩვევების მქონე სპეციალისტები. მათ უკვე გაიარეს გადამზადების პროგრამა ისრაელში და აღსანიშნავია, რომ ისრაელის წამყვანმა სპეციალისტებმა მათ პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცეს. ეს არის საქართველოსა და ისრაელს შორის განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთობლივი, ინდუსტრიული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. მაგრამ ეს არის პირველი მერცხალი და ამ პროექტის შემდეგ იქნება არა ერთი პროექტი. ისრაელი არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტექნოლოგიები მიაწოდოს საქართველოს. ჩვენ მივესალმებით ისრაელის ყველაზე მსხვილ ინვესტიციას საქართველოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)