18:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-10 13:43:48, 1331 ნახვა

კომენტარი
ბესელია: არავითარი პომპეზურობა არ იქნება, საქმიანი, კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა გაიმართება

არავითარი პომპეზურობა არ იქნება, საქმიანი, კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა გაიმართება, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ "ქართული ოცნების" ხვალინდელ ყრილობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყრილობის მთავარი მოვლენა ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ არჩევა იქნება, რომელიც ერთადერთი კანდიდატია.

„ჩვენ მიერ დადგენილი წესებით მოხდება დელეგატების არჩევა და ჩვენვე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დავასახელეთ. მთავარი მოვლენა ამ ყრილობის  იქნება თავმჯდომარის არჩევა. ბიძინა ივანიშვილია დასახელებული ერთადერთ კანდიდატად და მე ვფიქრობ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა რასაც მე მივიღებთ პარტიის ყრილობაზე და მე პირადად მგონია რომ ეს პარტიისთვის იქნება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც ქვეყნის სიმტკიცისთვის და უკეთესი პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება. არავითარი პომპეზურობა არ იქნება. იქნება ძალიან საქმიანი კონკრეტული დღის წესრიგით დადგენილი ყრილობა, რომლის მთავარი მოვლენა ის არის, რომ ახალი თავმჯდომარე ავირჩიოთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მეხუთე ყრილობა ხვალ მთაწმინდის პარკში, „ანდერვილში“ გაიმართება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics