|
2018-05-10 12:13:59, 603 ნახვა
რეგიონი
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების განვითარების გეგმები განიხილეს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წევრებმა კონკრეტულ გეგმებზე იმსჯელეს. წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი მოინახულეს. კანიონი ბუნების ძეგლს წარმოადგენს. კანიონის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები, განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით. კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორისთვის საინტერესო ობიექტი იქნება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც მოინახულეს. მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება. „ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. „მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აღნიშნული კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს.
(NS)
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)