16:31 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 13:21:45, 1643 ნახვა

ეკონომიკა
ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯონათან პერიშმა გააფორმეს. დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება. თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტსა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები ხაზგასმით აღნიშნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
5 ივლისს „თეგეტა მოტორსში“ გაორმაგების დღეა
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics