|
2018-05-07 14:54:51, 1582 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: საქართველოში იქნება უპრეცედენტო 1%-იანი, დაბალი საგადასახდო გარემო
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანაში იქნება უპრეცედენტოდ დაბალი და კომფორტული საგადასახადო გარემო. მისივე თქმით, უზრუნველყოფილი იქნება წვდომა საკრედიტო და სასტარტო კაპიტალის რესურსზე მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის. „მინდა განმარტება გავაკეთო, თუ რა კავშირშია ე.წ. 1%-იანი საგადასახადო რეფორმა იმ რეგულაციებთან, რომელიც შემოიღო ეროვნულმა ბანკმა და იმ ნაბიჯებთან, რომელიც დამატებით უნდა გადაიდგას, ვინაიდან ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული ტიპის არგუმენტაცია, რომ სესხებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებათ იმ ადამიანებს, რომლებთაც დღეს ოფიციალურ დოკუმენტებში არ აქვთ დაფიქსირებული მსგავსი ტიპის შემოსავალი. საუბარი იყო სხვადასხვა სპეციალობის მოქალაქეებზე. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ბახტაძის თქმით, პირველი ივლისიდან ამოქმედებული საგადასახადო რეფორმა შეეხება თითოეულ მოქალაქეს. „ნებისმიერ ადამიანს აქვს და ექნება საშუალება დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი. 500-ათასიანი ზღვარი, რაც ჩვენ დავაწესეთ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოიცავს. შესაბამისად, თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება, დარეგისტრირდეს, მიიღოს მცირე მეწარმის სტატუსი და გადაიხადოს სიმბოლური, 1%- იანი გადასახადი ისე, რომ არ მოუწიოს არანაირი ბუღალტერიის წარმოება. ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ის საგადასახადო რეჟიმი, რაც დღეს არსებობს, მათზე არ გავრცელდება. შესაბამისად, სტატუსის მიღების შემდეგ, მოქალაქე შეძლებს ნებისმიერი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, რომ მიიღოს კრედიტი სხვადასხვა საქმიანობისთვის," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)