|
2018-05-07 14:11:03, 2016 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი აზრით, დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იგი ფედერაციის წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან შეხვდრას აპირებს. „ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი ვალდებულება. შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა ჩანიშნულია ხუთშაბათს და ალბათ იქ შედგება საუბარი. ვეცდებით, რომ მოხდეს კონცენტრირება ორივე მხარის. პირადად ჩემთვის ცოტა ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნილებაში, თუმცა შეხვედრაზე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, არ უნდა გადადგეს ქევხიშვილი, იმიტომ, რომ არის რიგითობა ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, მოღვაწეობა მანდ გააგრძელოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. ცნობისთვის, ძიუდოს ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)