|
2018-05-04 18:18:49, 1723 ნახვა
სამართალი
„პოლიციელების ჩვენებით ვერავის დაჩაგრავენ“ - ზურაბ ჯაფარიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე არ აპირებს გადაიხადოს ის 2000 ლარი, რომელიც სასამართლომ 3 მაისს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მოტივით დააკისრა. ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და სასამართლოში მისულ პოლიციელებს სიცრუეში ადანაშაულებს. „მე არ ვაპირებ ამ 2000 ლარის გადახდას, შესაბამისად, სახელმწიფოს ჩემგან ძალით მოუწევს ამოიღოს ეს თანხა. ჩემს საბანკო ანგარიშებს გავათავისუფლებ, რათა ვერაფრის წაღება ვერ შეძლოს. სასამართლოს დარჩება ერთი გზა, გაყიდოს ბინა, რომელიც მდებარეობს ყიფშიძეზე და ცხოვრობენ ჩემი მოხუცი მშობლები. მე გარანტიას ვაძლევ სახელმწიფოს, რომ ვერ გაყიდიან ბინას და ჩემს მშობლებს ვერ გამოყრიან", - ამბობს ზურა ჯაფარიძე ვიდეომიმართვაში, რომელიც „გირჩის“ Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზეც ადამიანებს იჭერენ და ასამართლებენ. „სისტემის შიგნით არავინ დასჯილა. სისტემა ამ ადამიანებს ჩაგრავს და ასე ხდება ბევრ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხდება გაუხმაურებელ დანაშაულებებზე. სისტემას შეუძლია ორი პოლიციელი მოიყვანოს, რომელიც ზღაპრებს მოყვება და სისტემა ამ ადამიანებს, რასაც უნდა იმას უზამს. თუმცა ჩემი მიზანი რიგითი პოლიციელების დასჯა არ არის. ჩემი მიზანია დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ სისტემას დედას *********, ამ ქვეყანაში პოლიციელების ჩვენებით ვერავის დაჩაგრავენ", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, 2 მაისს „გირჩის“ წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს. გუშინ, იგივე ბრალდება პარტიის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს წარუდგინეს. სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეგრელიშვილს და ხვიჩიას კი, 10-10 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)