15:55 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:42:08, 1896 ნახვა

კომენტარი
კახი კალაძე: პრეზიდენტის გამოსვლა არ მომისმენია, მერიის საქმეებით ვიყავი დაკავებული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან დებატების დატოვება სწორი საქციელი არ იყო.

რაც შეეხება პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, კალაძემ აღნიშნა, რომ მარგველაშილის გამოსვლა არ მოუსმენია, რადგან მერიის საქმეებით იყო დაკავებული.

„პრეზიდენტი რომ გარბის, რა თქმა უნდა არ არის სწორი. რაც შეეხება მის გამოსვლას, არ მომისმენია ამის დრო არ მქონდა, რადგან მერიის საქმეებით ვიყავი დაკავებული. ვთვლი, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს პირველ რიგში პრეზიდენტის ინსტიტუციისადმი თავის მხრივ და ასევე პარლამენტის მიმართ“,- განაცხადა კალაძემ.

მან ასევე კორუფციასა პრეზიდენტის შეწყალების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

„რაც შეეხება შეწყალებებს რა თქმა უნდა ბევრი კითხვა ჩნდება ამასთან დაკავშირებით, კორუფციას რაც შეეხება გამიჭირდება ამაზე საუბარი, როგორც ვიცი გამოძიება ამ მიმართულებით არ დაწყებულა და არ არის გამოძიებული, თუმცა კითხვის ნიშნები აქაც არსებობს“, - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics