15:56 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 15:24:38, 1464 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო: ჩვენი ამოცანაა, რომ შშმ პირებმა და პენსიონერებმა მედიკამენტებზე მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, შეიქმნა აიპ - პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისთვის, რომელიც სოციალურად მოწყვლადი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ ორგანიზაციის მონაწილეები კერძო სექტორიდან იქნებიან ქართული მწარმოებელი "ჯი ემ პი" და ასევე საერთაშორისო მწარმოებელთა გაერთიანება.

"მიმდინარე პროექტი, რომელიც შარშან მაისში დაიწყო, ემსახურება 100 ათას ქულაზე ნაკლების მქონე სოციალურად დაუცველებს და მათ უზრუნველყოფს 23 მედიკამენტით, არაუმეტეს 1 ლარის ღირებულებით. პროგრამის გაფართოება იქნება, რომ მოსარგებლეებს დაემატებიან პენსიონერები და შშმ პირები, თუმცა ამ ეტაპზე წამლის გაცემა სამწუხაროდ 1 ლარად არ მოხდება, მაგრამ ამოცანაა, რომ მაქსიმუმ ნახევარი დახარჯონ, რაც ახლა ეხარჯებათ მედიკამენტებზე. იმედი მაქვს მაისის ბოლოსკენ ან ივნისის დასაწყისში, პენსიონერებზე და შშმ პირებზე დაემატება მეორე ტიპის მართვის დიაბეტი, გულის უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები. ვვარაუდობთ შემოდგომისთვის არსებული სოციალურად დაუცველების და ახალი მოსარგებლეების ეს 23 კომპონენტი ერთმანეთს გაუტოლდება, ხოლო მომავალი წლის დასაწყისიდან 23 კომპონენტი ორივე ჯგუფისთვის უნდა გახდეს 50-მდე", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics