2018-05-03 13:10:24, 1415 ნახვა
საზოგადოება
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მილიონი ლარი გამოიყო
2017-2018 წლებში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 5 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც 6 მუნიციპალიტეტზე გადანაწილდება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის გამოვყოფთ 5 მლნ ლარს. ნაწილდება: ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე. ამ თანხებით სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტები რეაბილიტირდება. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე და ასევე, საავტომობილო და საფეხმავლო ბოგირებზე, ნაპირსამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.“,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ავტორი: ,