|
2018-05-02 20:15:20, 1915 ნახვა
სამართალი
სამართალდამცველებმა „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე დააკავეს
სამართალდამცველებმა „გირჩის“ ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე დააკავეს. პარტიის ინფორმაციით, გირჩის ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. მათივე ცნობით, დაკავების მცდელობა განხორციელდა საკმაოდ უხეში ფიზიკური მოქმედებებით. „ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში. ამის შემდეგ პოლიციელებმა განყოფილების შენობაში შეიყვანეს ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე, სავარაუდოდ, იმ საბაბით, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა ქოთანი კანაფის ჩითილით. ამჟამად ნიკა ობოლაძე პოლიციის განყოფილებაშია. უკვე საათზე მეტია, მოქალაქე, ვის დაკავებასაც ცდილობდა კრიმპოლი, მანქანაში უზით პოლიციელებს და დაყავთ ნარკოლოგიურიდან ნარკოლოგიურში, იმ იმედით, რომ სადღაც მიღება იქნება. ამ ინფორმაციას გვაწვდის პოლიცია. რეალურად, არ ვიცით, სად არის იგი და რა ამბავია მის თავს. იაგო ხვიჩიამ შეიტანა ოფიციალური თხოვნა პოლიციაში, რომ ადამიანის ადგილმდებარეობა არ არის ცნობილი და მოიკვლიონ. ნიკა ობოლაძე კვლავინდებურად განყოფილებაში ჰყავთ", - ნათქვამია "გირჩის" განცხადებაში.
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)