00:18 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 18:57:59, 1794 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში გაემგზავრა, სადაც  3-6 მაისს, ქ. მანილაში მონაწილეობას მიიღებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში. ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე და ბიზნესფორუმზე. 

ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები  როგორც კოლეგებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.   

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics