|
2018-05-02 18:04:41, 1425 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: პასუხების მოსმენა ალბათ მძიმე აღმოჩნდა, დეპუტატების გამოსვლებს დავაკვირდები
სამწუხაროდ, პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ მძიმე აღმოჩნდა, - ასე შეაფასა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის უარი დებატების რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, დეპუტატების გამოსვლებს დააკვირდება. "მინდა გავახსენო პატივცემულ საზოგადოებას, რომ დებატების ფორმატი 10 დღის განმავლობაში იყო დაანონსებული. ჩემი სურვილი პატივცემულ დეპუტატებს ვუპასუხო კითხვებზე განპირობებულია პატივისცემით მათდამი და სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბოლომდე პასუხი გავცე მათ მიერ დასმულ კითხვებს. შეგიძლიათ მედიამ არა ერთი შემთხვევა მოიძიოთ პრეზიდენტის პარლამენტში დებატის და ბოლოს, ის რომ მე უნდა ვიჯდე პარლამენტის დარბაზში არც ერთი რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული. მინდოდა მქონოდა ინტენსიური დისკუსია. სამწუხაროდ პასუხების მოსმენა კითხვებზე ალბათ მძიმე აღმოჩნდა. დავაკვირდები დეპუტატების გამოსვლებს და შევეცდები საზოგადოებას მივაწოდო ეს ინფორმაცია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა დებატების კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ დარბაზში იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ დისკუსიაში ჩართვის საშუალება მიეცემოდა. პარლამენტმა რეგლამენტის შეცვლასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. რეგლამენტის შეცვლის მომხრე 28 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი, 50. შესაბამისად, დებატების პრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)