|
2018-05-02 17:22:24, 1807 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტი გაბუტობანას გვეთამაშება
სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელი კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი, - ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოთხოვნა დებატების გამართვაზე და გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომათა დარბაზის დატოვება არის ინსტიტუციის უპატივცემულობა. „გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს იმაზე, რომ სურს დებატიო და გარბის დარბაზიდან. თუ მას სურს დებატები, მაშინ მოისმინოს, დებატებში შევიდეს. ეს არის ამ პარლამენტისადმი უპატივცემულობა. ეს არის კანონმდებლობის ფეხქვეშ გათელვა, მაგრამ მე არ მიკვირს, სადაც იმდენი შეწყალება ხდება ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე, რომელი კანონმდებლობის დაცვაზეა საუბარი. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა როდის იყო დებატები. თუ მან იცოდა, რომ უნდოდა დებატები, უნდა შემოეთავაზებინა ეს. მას ასევე შეეძლო შესვენების დროს კონსტრუქციულად ესაუბრა ჩვენთან და ეთქვა და არ გაქცეულიყო. ეს არის დესტრუქცია, ჩვენ უნდა დავიცვათ კანონმდებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, გიორგი მარგველაშვილს რამდენიმე დეპუტატისთვის პასუხის გაცემა სურდა, თუმცა მას ამის საშუალება პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს პასუხების გაცემა დასკვნით სიტყვაში შეუძლია და სხვა შემთხვევაში რეგლამენტის დარღვევა მოხდებოდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა რეგლამენტის შეცვლა მოითხოვა და მანამდე სხდომათა დარბაზი დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)