|
2018-05-02 14:01:36, 1439 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი პრეზიდენტის მოხსენებაზე: სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლას პოპულისტური უწოდა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს ელოდებოდა. „ველოდი, გულწრფელად, აბსოლუტურად, უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე. უფრო შინაარსობრივს, იმიტომ, რომ ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში. სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით, სამწუხაროა ჩემთვის ეს ბოლო გამოსვლა. გულწრფელად გეუბნებით, რომ ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას, მათ შორის, ჩვენი მიმართულებითაც. მივიღეთ ის რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ობიექტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი“, - განაცხადა გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)