22:54 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 17:21:04, 1607 ნახვა

ეკონომიკა
ევროკავშირი განაგრძობს ფინანსთა მინისტრის ინიციატივის მხარდაჭერას

ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა დღეს ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოახერხოს ყველა მოქალაქის ჩართვა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეფორმები შექმნის.

„ჩვენ განვიხილეთ ისეთი თემები, როგორიცაა საგარანტიო სტრუქტურის შექმნა საქართველოს ბანკებისთვის, რომელიც უფრო იაფ დაფინანსებას მოიტანს და შეამცირებს ბანკების ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ სხვა ელემენტებსაც, როგორიცაა  მიკრო სესხები და EIB-ის მხრიდან უფრო მეტი იაფიანი დაფინანსების გაწევა საქართველოს ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომელიც ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება განკუთვნილი. საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელმაც  დაადასტურა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება",- განაცხადა  ვაზილ ჰუდაკმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთად, ფინანსურ რესურსებს მიმართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს მიმართავს  გზების მშენებლობის მხარდასაჭერად.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics