23:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-01 15:15:09, 1670 ნახვა

საზოგადოება
აბასთუმნის ობსერვატორიის საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის მიმდებარედ საჰაერო-საბაგირო გზის რეკონსტრუქციის ნებართვა გასცა.

განახლებული საბაგირო გზით შესაძლებელი იქნება აბასთუმნის ობსერვატორიაში ასვლა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრზე მდებარეობს. საბაგირო ევროპული მოთხოვნების შესაბამისად განახლდება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით. მოპირკეთდება და განახლდება სადგურებიც.

მოქმედი საბაგირო 30-ზე მეტი წლის წინ არის აშენებული. რეკონსტრუქცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, ნებართვის მიხედვით, ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრდეს.

აბასთუმნის ობსერვატორია პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ის თითქმის ერთი საუკუნის წინ, 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
ივანიშვილის ყოფილი პირადი მცველი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics