|
2018-05-01 11:17:52, 1984 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდი კიდევ ერთი ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს
თბილისის განვითარების ფონდი დავით აღმაშენებელის N93-ში მდებარე მაღალმხატვრული ისტორიული სადარბაზოს რესტავრაციას ახორციელებს, რომლის მხატვრობა შესრულებულია 1905 წელს, ცნობილი მხატვრების, ბენედიქტ (ბენო) ტელინგატერისა და დე მარცოს მიერ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქაღალდზე შესრულებული მხატვრობის, ზეთის საღებავებით შესრულებული 6 კომპოზიციის, დეკორატიული მხატვრობისა და მაღალხარისხიანი ბათქაშით შესრულებული ელემენტების კონსერვაცია-რესტავრაცია, ასევე, ლითონისა და ხის ნაკეთობების გაწმენდა-რესტავრაცია, გვიანი დანამატების მოხსნის სამუშაოები და დეკორატიული მორთულობების კონსერვაცია. გარდა ამისა, დაგეგმილია არქიტექტურულ-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სადარბაზოს მაქსიმალურად ექნება შენარჩუნებული იერსახე და ღირებულება. მხატვრობისა და ზეთით შესრულებული დეკორატიული ელემენტების შელახვა სადარბაზოს სხვენში არასწორად მოწყობილმა სველმა წერტილებმა, სადარბაზოში უხარისხოდ გაყვანილმა კომუნიკაციებმა და დაზიანებული სახურავმა გამოიწვია. სარესტავრაციო სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროგრამა 35-მდე ისტორიული სადაბაზოს აღდგენას ითვალისწინებს. სამუშაოებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული და გამოცდილი შპს „რესტავრატორები და კომპანია“ ასრულებს. აღმაშენებლის N93-ში მდებარე სადარბაზოს სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)