2018-04-30 12:10:05, 1360 ნახვა
საზოგადოება
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 26% ხმას „ოცნებას“ მისცემდა, 8% - „ენმ“-ს, 4% კი, „ევროპულ საქართველოს“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ (30%) არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდა ხმას.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% - „ევროპულ საქართველოს“; 9% - სხვა პარტიას. ამასთან, 13%-მა აღნიშნა, რომ ხმას არცერთ პარტიას მისცემდა, 10%-მა პასუხზე უარი განცხადა.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
ავტორი: ,