|
2018-04-30 11:56:21, 1408 ნახვა
საზოგადოება
NDI - ევროკავშირში გაწევრიანებას 75%, ნატოში წევრობას კი, 65% უჭერს მხარს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გამოკითხული მოსახლეობის 65% მხარს უჭერს. ნატოში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს 20%, ხოლო 15%-მა არ იცის უნდა თუ არა, რომ ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს. ამასთან, NDI-ის მონაცემებით, ნატოში გაწევრიანებას ყველა მეტი მხარდაჭერა დედაქალაქში აქვს - 74%. კითხვაზე - რას მოუტანს ქვეყანას ნატოში გაწევრიანება - გამოკითხულთა 60%-მა თქვა, რომ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ წინსვლას და ტერიტორიულ მთლიანობას. "გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას, მიზეზად რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას და აგრესიას ასახელებენ", - ნათქვამია კვლევაში. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, მას გამოკითხულთა 75% უჭერს მხარს. კითხვაზე მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 75%-მა განაცხადა, რომ მისაღებია, 15%-სთვის მიუღებელია, ხოლო 9 %-მა არ იცის. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 30 მარტიდან 4 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევაში სულ 2 194 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)