21:34 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 11:24:59, 1959 ნახვა

მსოფლიო
NDI - გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს.

NDI-ს ცნობით, გამოკითხულთა  29% აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ხოლო 27%-მა არ იცის.

რაც შეეხება ადგილობრივ ხელისუფლებას (საკრებულო, მერია, გამგეობა), გამოკითხულთა 40% არ ეთანხმება მოსაზრბეას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემა არსებობს, 35% - ეთანხმება, ხოლო 24%-მა არ იცის.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 51% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ საჯარო ინსტიტუტებში (საჯარო რეესტრი, სახელმწიფო საავადმყოფოები, სკოლები) კორუფციის პრობლემა არსებობს, 29% - ეთანხმება, 19%-მა კი, არ იცის.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics