12:33 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 12:51:54, 1577 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ექსპერტებმა ვერ დააკონკრეტეს, საქმეში არსებული რომელი დანით რა ჭრილობაა მიყენებული.

ზაზა სარალიძეს თქმით,  ექსპერტმა ექსპერტმა ბოდიში მოიხადა, რადგან  შეეშალა და დასკვნაში მეთერთმეტეს ნაცვლად, მე-13 ჭრილობა დაწერა.

„ექსპერტმა სასამართლოს ბოდიში მოუხადა იმასთან დაკავშირებით, რომ მექანიკური შეცდომა იყო დასკვნაში დაწერილი. ჩამოთვლილი იყო რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის ის 11-ე ჭრილობა, რომელიც ჩემი შვილის სხეულზე იყო მიყენებული. დასკვნის თანახმად, ამ ჭრილობებზე გამორიცხავს ექსპერტი კონკრეტული დანით მოქმედებას. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მეთერთმეტეს ნაცვლად მე-13 უნდა დაეწერა. მექანიკური შეცდომაა, საგანგაშო არაფერი, მაგრამ ექსპერტს, რომელიც დაიკითხა, დარწმუნებული ვარ, არც კი წაუკითხავს ექსპერტის დასკვნა ისე მოაწერა ხელი. გუშინ ორი ექსპერტი დაიკითხა, ერთი რომელმაც ჩემი შვილის და ლევან დადუნაშვილის ტანსაცმელი გამოიკვლია და მეორე ექსპერტი, რომელმაც დანებთან დაკავშირებით დადო დასკვნა. ვერც ერთმა კონკრეტულად ვერ დაასახელა საქმეში არსებული დანების ზუსტი გამოყენება, მითუმეტეს, რომელ ჭრილობაზე რომელი დანა იყო გამოყენებული. არც ადასტურებენ და არც გამორიცხავენ. ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლებელია ამ დანებით იყო მიყენებული ჭრილობები ან მსგავსი პერიფერიების მქონე სხვა იარაღით. ექსპერტმა თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა, რომ დაედგინა თუ რომელ ჭრილობაზე რომელი იარაღი იყო გამოყენებული“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics