|
2018-04-28 15:30:46, 1661 ნახვა
კომენტარი
მარგველაშვილი: უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულებაა
საქართველოს პრეზიდენტი შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოში მწვავედ დგას. "28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს - სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ, და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის. ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, ისე რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე'', - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)