|
2018-04-27 17:32:56, 2031 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჭირაქაძე: ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები იყო, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა მკაცრდება. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ჭირაქიზე იმედოვნებს, რომ სებ-ი პოზიციებს შეიცვლის. „ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან და მას ვესაუბრეთ ჩვენ მოსაზრებებთან დაკავშირებით. ვაპირებთ, რომ ძალიან მჭირდოდ ვიმუშაოთ ეროვნულ ბანკთან და ვისუბროთ იმ საკითხებზე რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია და იმედი გვაქვს, ამ საუბრის შემდეგ შევძლებთ შევაცვლევინოთ რაღაც პოზიციები ეროვნულ ბანკს და ამავდროულად მივიღოთ კარგი შედეგი”, - განაცხადა ჭირაქაძემ. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა იზღუდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)