21:19 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 15:03:21, 1940 ნახვა

საზოგადოება
თბილისის 32 ბაგა-ბაღში გაზქურები ელექტროქურებით ჩანაცვლდება

თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა შევა - ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს. 

სამზარეულო ტექნიკის შესყიდვა თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელდა. კომპანიის ექსპერტებმა სამზარაულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ,  ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ. აღსანიშნავია, რომ დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.

ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

 (NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics