|
2018-04-27 14:23:34, 1549 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის ორგანიზებით ლისის ტბაზე ხვალ სპორტული ფესტივალი „თბი ლისი“ გაიხსნება
თბილისის მერიის ორგანიზებით, ხვალ, ლისის ტბაზე, სპორტული ფესტივალი „თბი - ლისი“ გაიხსნება. ფესტივალი სხვადასხვა აქტივობებს მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. სპორტული ნაწილის გარდა, ფესტივალი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს. ფესტივალის პირველ დღესვე გაიმართება ტურნირები სპორტის 13 სახეობაში. მათ შორისაა კალათბურთი, მინი გოლფი, მაგიდის ჩოგბურთი, მეკლდეურობა, ამერიკული ფეხბურთი, კარატე, ბოჩა, ფრისბი, მკლავჭიდი, გარბენი, ჭადრაკი, ჩერლიდინგი და მჯდომარე ფრენბურთი. საფესტივალო ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში, რომელზეც ერთმანეთს საკრებულოსა და მერიის გუნდი და საფეხბურთო კლუბი „დიდუბე 2014“ შეხვდება, ასევე, გაიმართება გარბენი, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ღონისძიება პოპულარული ქართული ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დაიხურება. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს და პარასპორტსმენებს, ასევე, მოყვარულებს. ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ფესტივალი „თბი ლისი“ (28 აპრილი) განრიგი 12:00 საათი - გახსნა; 12:00 საათიდან - ტურნირები სპორტის სხვადასხვა სახეობებში; 14:00 საათზე გაიმართება მეგობრული მატჩი ფეხბურთში საკრებულო/მერია VS ს.კ.“დიდუბე 2014“ 14:30 საათზე - გარბენი; 16:00 საათიდან - ჯგუფის „რეზო და ბავშვები“ კონცერტი.
(NS)
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)