|
2018-04-26 16:44:32, 1586 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი: „რაღაცა უბედურება“ ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის
„ეს ნიშნავს იმას, რომ "რაღაცა უბედურება" ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის“, - ასე აფასებს „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას. როგორც ინაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამით საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება. „მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემს არა ერთ საჯარო გამოსვლაში იყო მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკის სივრცეში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება, რაც აშკარად გვაზიანებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ "რაღაცა უბედურება" ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის. ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა, როცა მიდიოდა. "რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს, რომ იძულებული გავხდე პოლიტიკაში დავბრუნდეო. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება,- ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება: ნაწილმა სახელისუფლებო პოზიციებიდან, ნაწილმა- ოპოზიციური ფლანგიდან, ნაწილმა საკუთარი პროფესიული სივრციდან და ნაწილმა- სახლიდანაც კი“, - წერს ინაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)