11:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:29:41, 1775 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე: საუბარი ივანიშვილის დაბრუნების შესახებ არასწორია - ის არსად წასულა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ივანიშვილის დაბრუნება "ქართული ოცნების" ღრმა კრიზისის მაჩვენებელია.

"არასწორია საუბარი ივანიშვილის "დაბრუნების" შესახებ. ივანიშვილი არსად წასულა. იგი ნაწილობრივ გამოვიდა ჩრდილიდან. "წასვლისას" მან განაცხადა, რომ მხლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუ ქვეყანა ღრმა კრიზისში ჩავარდებოდა. მისი არაფორმალური მდგომარეობიდან ნახევრადფორმალურ მდგომარეობაში გადასვლა ნიშნავს დიაგნოზსაც: ქვეყანა და "ოცნება" ღრმა კრიზისშია.  რა შედეგი ექნება მის რეინკარნაციას? "გინდ შემოიტანეთ და გინდ გაიტანეთ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი"!ყველაზე მეტად " ვანოს შოუს" გაუხარდება. ცაში ავარდება მათი ისედაც მაღალი რეიტინგი. თანაც ხელის გაუნძრევლად", - წერს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics