11:51 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 15:13:46, 1671 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: „ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს, რომ პარტიაში ღრმა კრიზისია

„პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილის დაბრუნება ადასტურებს, რომ მმართველ გუნდში ღრმა კრიზისია შექმნილი.

„ქართული ოცნების“ რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში. კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე - ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics