|
2015-01-19 11:09:27, 2748 ნახვა
მსოფლიო
გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო
ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. „ბი ბი სი“-ს ინფორმაციით აქციის მონაწილეები, გროზნოს ცენტრში უკვე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან. ჩეჩნეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აქციაში მონაწილეობას სულ მცირე ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს. „გროზნოს ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მთელს მსოფლიოს დაანახებს, რომ ჩვენ წინასწარმეტყველ მუჰამედზე ხუმრობის უფლებას არავია არ მივცემთ“,-განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა. ცნობისთვის, წინა კვირას მან განცხადა, რომ ყველა ვინც მხარს დაუჭერს ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს პოლიტიკას, რომელმაც მილიონნახევარი მუსულმანის რწმენა შეურაცხყო, ის გახდებოდა მისი პირადი მტერი. რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობას, ის გროზნოში, ახმატ-ხადჟი კადიროვის სახელობის მოედანზე დაიწყო და ბოლოს მასობრივი ნამაზით დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)