2018-04-24 14:32:32, 1947 ნახვა
საზოგადოება
პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია
თურქეთის ქალაქ ანტალიაში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება (IBSA JUDO WORLD CUP) ქართველი ძიუდოისტის, ზვიად გოგოჭურის გამარჯვებით დასრულდა.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირზე, რომელიც 19-დან 24 აპრილის ჩათვლით გაიმართა, საქართველოს უსინათლოთა ძიუდოს ნაკრების წევრებმა - გიორგი გამჯაშვილმა(66კგ), ბაჩუკი შელიამ (73კგ), გიორგი ბერიძემ (81კგ), ზვიად გოგოჭურმა (100 კგ) იასპარეზეს.
ქართველმა პარალიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში ბრიტანელი ძიუდოისტი, 2012 წლის ლონდონის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის და 2008 წლის პეკინის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი სემ ინგრემი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
საქართველოს პარაძიუდოს დელეგაცია სამშობლოში დღეს, 23:00 საათზე დაბრუნდება.
ავტორი: ,