|
2018-04-23 11:01:58, 1772 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ფოსტამ“ მაღალი საერთაშორისო შეფასება მიიღო
ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ გამოქვეყნდა მიმდინარე წლის გამგეობის სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც ორგანიზაცია აჯამებს PostEurop-ის მენეჯმენტის სტრატეგიას და საბჭოს სხდომის შედეგებს მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს საერთაშორისო ბიუროზე განხილულ საკითხებზე. აღნიშნულ დოკუმენტში გამოქვეყნებულია PostEurop-ის გენერალური მდივნის ბოტონდ სებენის მიერ საქართველოს ფოსტის შეფასება - „გასულ თვეს ვესტუმრე საქართველოს ფოსტას და მინდა ავღნიშნო მათი განვითარების მაჩვენებლები, რომელიც საკმაოდ მაღალია. კომპანიის პროგრესი შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს, რაც გამოიხატება როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზებების მიმართულებით. საქართველოს ფოსტამ უმოკლეს დროში მოახერხა დაენერგა ევროპული საფოსტო სტანდარტები და მათთან შესაბამისობაში მოეყვანა მთლიანი სამუშაო პროცესი. ასევე აღსანიშნავია საქართველოს ფოსტის მიერ PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომის, მისი დაარსებიდან 25-ე წლის აღსანიშნავი ღონისძიების და ბიზნეს ფორუმის ორგანიზებისათვის გატარებული მოსამზადებელი სამუშაოები. მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გენერალურ დირექტორს ლევან ჩიკვაიძეს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნუგზარ ბრეგვაძეს, რადგან ისინი პირადად არიან ჩართული საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაში. აღნიშნული ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისათვის და დარწმუნებული ვარ საქართველოს ფოსტა შესანიშნავად გაართმევს თავს მათ ორგანიზებას და იქნება საპატიო მასპინძელი.“ PostEurop-ის რიგით 34-ე პლენარული სხდომა და დაარსებიდან საიუბილეო 25-ე წლის აღსანიშნავი ღონისძება თბილისში 2018 წლის 2-4 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 49 ევროპული ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის ხელმძღვანელი პირი ეწვევა. ამასთანავე საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით ჩატარდება ბიზნეს ფორუმი, რომელშიც საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებული უცხოური და ადგილობრივი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
(R)
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)