|
2018-04-20 21:48:46, 2215 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა
პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებს მთავრობის ხედვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ წარუდგინა. "ეს ჩემი მეორე შეხვედრაა სტუდენტებთან. ასეთი შეხვედრების ძირითადი ამოცანაა მთავრობის გადაწყვეტილებების რეალურ ცხოვრებაზე ასახვის შესახებ საუბარი. კერძოდ, რა გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, რატომ და რეალურად როგორ აისახება ისინი შემდეგ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პრეზენტაციის შემდეგ, პირველმა ვიცეპრემიერმა სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის.კორპორაციის დირექტორი საქართველოში ჯენერ ედელმანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)